შრომის უსაფრთხოება

პროტესტით დასრულდა პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

მთავრობის ინიციატივით მომზადებულ კანონს აუდიტორია 115 მწვავედ აკრიტიკებს და ხელისუფლებას ბიზნესსექტორის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.

საწარმოო ტრავმების და უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის შესამცირებლად შემუშავებული პროექტის მიხედვით, საწარმოებში უსაფრთხოების ნორმების კონტროლი მკაცრდება, თუმცა, კანონპროექტი მხოლოდ მძიმე, მავნე და მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე ვრცელდება. სწორედ კანონის გავრცელების არეალია მხარეებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწუნებული პროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო.