შრომის უსაფრთხოება შახტებში

რატომ ვერ მოხერხდა ტრაგედიის თავიდან აცილება მინდელის შახტში, იყო თუ არა მწყობრში 2 თვის წინ დამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემა და ამოქმედდა თუ არა განგაშის სიგნალი – ეს კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

მინდელის შახტის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, თუ განგაშის სიგნალი პასუხისმგებელმა პირმა ვერ გაიგო. ცნობილი ხდება, რომ  შახტის ის ველი, სადაც ტრაგედია მოხდა, შემოწმებული არ იყო. პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევების გამო, საკანონმდებლო ორგანოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო მთავრობას – ტყიბულის ეკონომიკური განვითარების გეგმის წარმოდგენას სთხოვენ.

გამოძიების  ეფექტიანად, დროულად და სრულყოფილად წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველი.

შახტებსა და მაღაროებში დაღუპულებისა და დაშავებულების სტატისტიკა შემაშფოთებელია.

მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.