შრომის უსაფრთხოება და რეგულაციები დეველოპერებისთვის

უბედური შემთხვევების პრევენციისთვის, სამშენებლო ობიექტების კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება.

მშენებლობის ადგილზე უსაფრთხოების ნორმების და აგვისტოდან ამოქმედებული რეგულაციების დაცვას, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი პირადად გააკონტროლებს. ჯგუფი მერიის და ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც მონი,ტორინგს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩაატარებს და შეამოწმებს, ხომ არ ირღვევა სამშენებლო სამუშაოების დროს რეგლამენტში გაწერილი მოთხოვნები დამსაქმებელი კომპანიის ან დასაქმებულების მხრიდან.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისიდან სამშენებლო ობიექტებზე 10 ადამიანი დაიღუპა, 10 მძიმედ დაშავდა.