„შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დამტკიცდა

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.

საკითხი მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტს მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა.

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია. ცვლილებები მთავრობამ მოამზადა.

გადაწყვეტილებას ოპოზიციის პროტესტი მოყვა.