შრომის კოდექსის რეფორმა

შრომის კოდექსის აღსრულებისა და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივ მექანიზმებზე მსჯელობენ ამ წუთებში მრგვალი მაგიდის ფორმატში. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შრომის ინსპექციის ფორმირება იგეგმება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებითა და მონიტორინგის მანდატით, როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში, ეს რიგით მეოთხე საჯარო შეხვედრაა, მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებისა და ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.