შრომის კოდექსის განხილვა

შრომის კოდექსის რეფორმის ავტორებმა კანონპროექტი მესამე საჯარო შეხვედრაზე მუხლობრივად განიხილეს.

აუდიენციას ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ინფორმაციით დისკუსიების მიზანია დამსაქმებლისა და დასაქმებულის პოზიციების დაახლოება, რათა შედეგად სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი შეიმუშაოს. სავარაუდოდ, ცვლილების განხილვა პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.