შრომის ინსპექტორის ახალი უფლებები

საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში შრომის ინსპექციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი უნდა განიხილონ.

მთავრობა დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას გეგმავს. მიზანი, უკვე არსებული შრომის ინსპექციის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გაზრდაა. კანონპროექტით განსაზღვრულია შრომის ინსპექციის მანდატი, ინსპექტორებს დღეღამის ნებისმიერ დროს აქვთ საწარმოს შემოწმების, დაჯარიმებისა და აუცილებლობის შემთხვევაში საწარმოო პროცესის შეწყვეტის უფლებამოსილება. ამასთანავე 40-დან 100-მდე იზრდება ინსპექტორთა რაოდენობა. იგეგმება რეგიონალური ფილიალების შექმნაც.

დატოვე კომენტარი