შრომის ინსპექციის ათწლიანი საქმიანობის შედეგები
გამკაცრებული კონტროლი და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შემცირებული სტატისტიკა – შრომის ინსპექცია შექმნიდან მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს. თუ 2018 წლამდე ინსპექციის ძირითადი ფუნქცია რეკომენდაციების გაცემა იყო, კანონში შესული ცვლილებების შედეგად მანდატი გაფართოვდა და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს შეეხო. რა პირობებში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები და დასაქმებულთა უფლებები. საწარმოო თუ სხვა ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას სამსახური უკვე წლებია წინასწარი შეტყობინების გარეშე ამოწმებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც აქვს.
რა შედეგები მოჰყვა შრომის ინსპექციის რეფორმირებას და სად რჩება გამოწვევები – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.