შრომის ინსპექცია კლუბების დალუქვას იწყებს 

შრომის ინსპექცია ღამის კლუბების წინააღდეგ.

ამ წუთებში შრომის ინსპექცია კლუბ „ბასიანის“ დალუქვას გეგმავს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. „ბასიანში“ ერთი ღონისძიება წინა პარასკევს გაიმართა. კლუბის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ღონისძიების გამართვამდე მათ არსებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ღონისძიების დროს კოვიდის გავრცელების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად მათთვის გაუგებარია, რატომ არ ეძლევათ მუშაობის უფლება.

კლუბ „ბასიანთან“ მუშაობს თეონა ხუბულავა.

დატოვე კომენტარი