შრომის ინსპექცია კლუბების დალუქვას იწყებს

ღამის კლუბები დღეს შესაძლოა დალუქონ.

კლუბ „ბასიანთან“ დღის მეორე ნახევარში შრომის ინსპექციის და პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მათ ღამით გახსნის უფლებას არ მისცემენ, რასაც შეეწინააღმდეგებიან. დაწესებულებების მფლობელთა თქმით, კლუბში ყველა კოვიდ-რეგულაცია დაცული აქვთ და უსაფრთხოების პროტოკოლიც გაამკაცრეს, რის გამოც მუშაობის უფლებას ითხოვენ. თავის მხრივ შრომის ინსპექცია კლუბებს ახსენებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიუღია და უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. ეს გაფრთხილება დაწესებულებებმა წინა პარასკევსაც მიიღეს, თუმცა ღამის კლუბების ნაწილი მაინც გაიხსნა და ღონისძიებებიც ჩაატარა, რასაც მაშინ რეაგირება არ მოჰყოლია.

თეონა ხუბულავა მუშაობს „ბასიანთან“.

დატოვე კომენტარი