ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიები – ცნობილი ხდება ორი სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები.
კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად 14 500-მდე სტუდენტის ჩარიცხვის საჭიროებაა. რეალური მაჩვენებელი ამ რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს. იურისპრუდენცია, სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, უცხო ენები – ბაზრის შესწავლამ აჩვენა, რომ ამ პროფესიებზე მოთხოვნა ბევრად დაბალია, ვიდრე კურსდამთავრებულთა რაოდენობა. პადაგოგიკა, საინჟინტო-ტექნიკური სპეციალობები, მშენებლობა, საექთნო და სამეანო საქმე – ამ მიმართულებით სპეციალისტების რაოდენობა შრომის ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კვლევის შედეგები დღეს უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებსაც გააცნეს. სწორედ ეს მონაცემები დაედო საფუძვლად უნივერსიტეტებში სტუდენტების და ფაკულტეტების კვოტების განსაზღვრას, რასაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. აკადემიური საზოგადოების ნაწილი შრომის ბაზრის კვლევის რეფორმაზე მიბმას არ ეთანხმება.