შრომის ბაზრის კვლევა

ახალგაზრდებზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასების კვლევა, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტზე მოისმინეს.

გამოკითხულთა შორის იყვნენ როგორც დამსაქმებლები, ასევე 14-29 წლამდე ახალგაზრდები. კვლევის ავტორების თქმით, პრობლემები ორივე მიმართულებითაა. კვლევის შედეგებით დამსაქმებლები რეგიონში სხვადასხვა პროფესიების კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობენ. დასახელდა ტექნიკური მიმართულებიბი. ყურადღება გამახვილდა გუნდური მუშაობის უნარების დეფიციტზე. დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 60% ნაცნობობით დასაქმდა. კვლევა ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამის, – „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის,“ – ფარგლებში განხორციელდა.