საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტის გარდა, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა არის საშუალო სკოლის მასწავლებლებსა და გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერებზე. პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა დარგების სპეციალობებიც განიხილა.