"შპიგელი" - მერკელისა და მაკრონის გეგმა, ევროზონაში ძირფესვიანი რეფორმების გატარების შესახებ, გადაიდო

ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის გეგმა, ევროზონაში ძირფესვიანი რეფორმების გატარების შესახებ, გადაიდო. ინფორმაციას ევროსტრუქტურებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა “შპიგელი” ავრცელებს.

როგორც გერმანული მედიისთვის გახდა ცნობილი, ამ გეგმის გადავადებას საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ევროზონის დანარჩენ წევრებს 22-23 მარტს დანიშნულ ევროკავშირის სამიტზე შესთავაზებენ.

ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ევროზონაში შემავალი ქვეყნების საბანკო სისტემების გაერთიანებას, ასევე გერმანიასა და საფრანგეთისთვის კორპორატიულ გადასახადებზე საერთო ტარიფის დაწესებას. “შპიგელის” ინფორმაციით, ევროზონაში რეფორმები ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გატარდება. არჩევნები 2019 წელს გაიმართება.