შოვი - სტიქიის ზონა

ტრაგედიის მესამე დღე შოვში.

სტიქიას, ამ დროის მონაცემებით 11 მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან ექვსის ამოცნობა ოჯახის წევრებმა უკვე შეძლეს. დამეწყრილ ზონაში ამ წუთებში ავიაცია, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მუშაობს. მაშველები 25 ადამიანს ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, საქართველოს თავდაცვის ძალები და მოხალისეები. აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონმა კი მიუდგომელი ადგილებზე დროებითი ხიდების მშენებლობა დაიწყო.