შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალები

18:10, 06.08.2023

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალები. ადგილზე იმყოფება უწყების ხელმძღვანელიც. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტრაგედიის ადგილას რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარიც არის ნაპოვნი. დაკარგულების ძებნა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

მსგავსი