შოვი - სტიქიის ზონა

სტიქიის ზონაში რჩება პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ადგილზე იმყოფება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ინტენსიურ რეჟიმში, კოორდინირებულად განაგრძობს მუშაობას. რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს, სტიქიის წინასწარ პროგნოზირების შესახებ, სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ამ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.