შოვი - სტიქიის ზონა

17 დაღუპული და 18 დაკარგული, – ასეთია დღის ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან.

ძებნის ოპერაცია მთელი დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს ე.წ. კოტეჯების ტერიტორიიდან მაშველებმა ხუთი ცხედარი ამოიყვანეს. იდენტიფიცირების პროცესი ექსპერტიზის ბიუროში ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე ორი დღეა სამძებრო სამაშველო პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულები არიან თავდაცვის ძალები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. დღესვე მაშველებმა მდინარის კალაპოტში ორი ავტომობილი იპოვეს. მანქანები ცარიელი იყო, ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონე უკვე დადგენილია, ის სტიქიის ზონიდან მომხდარიდან მეორე დღეს გამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორია ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან, – ირაკლი გედენიძე, გიორგი კიკვაძე და გენო ოსიყმაშვილი მეორე დღეა შოვში მუშაობენ.