შოვი – სტიქიის ზონა

15:10, 05.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

რამდენიმე საათის წინ სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კიდევ ხუთი გარდაცვლილის ამოსაცნობად პროცედურები ამ მომენტშიც მიმდინარეობს, დაღუპულთა ოჯახის წევრები პროზექტურაში იმყოფებიან. პარალელურად ამ დრომდე გრძელდება მუშაობა კიდევ 24 დაკარგულის საპოვნელად. ტრაგედიის ადგილზე მაშველებთან ერთად, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და მოხალისეები მუშაობენ. სამძებრო ოპერაციაში დილიდან ჩართულია ავიაციაც.

მსგავსი