შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს

შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა თქვა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში პირველმა მინისტრმა განაცხადა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვა, სავარაუდოდ, 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში გაიმართებოდა, ანუ სანამ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს.