შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი მის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას, ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებად აფასებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.

შოთა  შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად სამართლებრივ მოქმედებას იწყებს.

შალელაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა მას აფერისტი და რუსი ებრაელი უწოდა. დეპუტატის თქმით, ასეთი შეფასებები შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ მას, არამედ საქართველოში მცხოვრებ ებრაულ საზოგადოებას.