შოთა ნიშნიანიძის 90 წლის იუბილე

შოთა ნიშნიანიძე დღეს 90 წლის გახდებოდა.

ქართველი პოეტი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დიდუბის პანთეონში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შოთა ნიშნიანიძემ ლექსების წერა სკოლაში სწავლის დროს დაიწყო, თუმცა აქტიური ლიტერატურული საქმიანობის დასაწყისი 1956 წელს უკავშირდება, როდესაც მისი პირველი პოეტური კრებული, „მე და შენ“ გამოიცა. მას შემდეგ პოეტმა არა ერთი ნაწარმოები გამოსცა და 1975 წელს შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი გახდა.  პოეტი სხვადასხვა დროს გამომცემლობა „მერანსა“ და ჟურნალ „საუნჯეში“ მუშაობდა, 1984-86 წლებში კი მწერალთა კავშირს ხელმძღვანელობდა.

შოთა ნიშნიაძე 1999 წელს გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი