შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ატაცის შემდეგ 125 კილოგრამით მეოთხე იყო, აკვრაში კი 147-ით დაიწყო, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, მეორე ცდაზე მსოფლიოს პრიზიორმა ქართველმა ძალოსანმა შტანგა ორი კილოგრამით დაამძიმა და როგორც გაირკვა, რისკმა გაამართლა. მთავარი რისკი კი ამის შემდეგ იყო. მესამე მისვლაზე აქცენტი მხოლოდ ოქროზე გაკეთდა და სიმძიმე მთელი ექვსი კილოგრამით გაიზარდა. უკვე საკმაოდ ტიტულოვანმა ქუთაისელმა ათლეტმა კი დავალებას თავი იდეალურად გაართვა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ორჭიდის ჯამში მიშველიძემ საბოლოოდ  კი 281 კილოგრამით მეოთხე იყო.

ახალი კვირა

დატოვე კომენტარი