შოთა მირიანაშვილი – გამოთხოვება მთის ლეგენდასთან

21:55, 03.09.2026

მთამსვლელი, რომლის სახელს არაერთი ისტორიული ექსპედიცია უკავშირდება. საზოგადოება დღეს ლეგენდარულ ალპინისტს დაემშვიდობა. შოთა მირიანაშვილი დაკრძალეს. საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელმაც არაერთ თაობას გაუკვალა გზა მთისკენ, წლების განმავლობაში ათეულობით რთული მარშრუტი დალაშქრა. ავიდა არაერთ მწვერვალზე, მათ შორის – კავკასიონზე, შხარაზე, პამირის მთაზე და ტიანშანზე. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ პამირში 6 800-მეტრიან მწვერვალზე ასვლის გეგმა სასიკვდილოდ სახიფათო მარშრუტად მიიჩნიეს და უარი უთხრეს, თუმცა მწვერვალზე მაინც ავიდა. საყვარელი საქმე არც ბოლო წლებში მიუტოვებია.

რეპორტაჟი ადამიანზე, რომელსაც ქართული ალპინიზმის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.

მსგავსი