შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრებში იმუშავებს

შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრებში იმუშავებს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დროებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნაცვლად, ოთხკაციანი სამწვრთნელო შტაბი დაამტკიცა.

არველაძე თემურ კოპაძეს დაეხმარება, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს. კოპაძისა და არველაძის გარდა, სამწვრთნელო შტაბში ასევე შევიდნენ უზბეკეთის ჩემპიონატის კიდევ ორი ლიდერი გუნდის მწვრთნელები.