შოკოლადის ფესტივალი
შოკოლადის ფესტივალი – ტკბილი ტრადიცია ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. გართობის, ხელნაკეთი ტკბილეულისა და სასიამოვნო გარემოს გარდა, წინასაახალწლო ფესტივალის სტუმრებს ბოტანიკურში შემეცნებითი პროგრამებიც დახვდათ, ბავშვებისთვის გაიმართა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ის სტუმრებს ხვალაც უმასპინძლებს.