შობის სადღესასწაულო ლიტურგია ბეთლემში

მაცხოვრის შობის სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა ბეთლემში, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე იშვა.

მორწმუნეები ქრისტეშობის ტაძარში შეიკრიბნენ. ლიტურგია იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ ჩაატარა.

ათასობით მორწმუნესთან ერთად, ეკლესიაში იმყოფებოდა პალესტინის ავტონომიის მთავრობის მეთაური.

დღესასწაულს ზეიმობენ ქრისტიანი კოპტები. გვემსახურება ეგვიპტის დედაქალაქში ახალაშენებულ ტაძარში, კოპტური ეკლესიის პატრიარქმა ჩაატარა.

ლიტურგიას ესწრებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელსაც მორწმუნეები ოვაციებით დახვდნენ.

ლიტურგია ასევე ჩაატარდა რუსეთში. მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე მივიდა. ღვთისმსახურება რუსეთის ეკლესიის მეთაურმა ჩაატარა. შობა იზეიმეს სერბეთშიც. ათასობით მორწმუნე ღამით წმინდა საბას ტაძარში მივიდა.