მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად გუშინაც შეიკრიბნენ და შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ. ისინი რუსთაველზე სხვადასხვა ტაძრებიდან მსვლელობით მივიდნენ. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და საშობაო ალილო შეასრულეს. ქაშუეთის ტაძართან სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა და შობის დღესასწაულს აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა. მან მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა : „რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე”.