ქუთაისში შობის დღესასწაულს ქუჩაში შეხვდნენ აქციის მონაწილეები. უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ, სანთლები დაანთეს და იგალობეს.
ქრისტესშობის დღესასწაული გალობით და ანთებული სანთლებით აღნიშნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზუგდიდშიც. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქრისტესშობა მიულოცეს ერთმანეთს და საქართველოს.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 არასრულწლოვნის ხსოვნას.
შობის ღამეს აქციის მონაწილეები ერთად შეხვდნენ ბათუმშიც, ისინი გვიან ღამით აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი გალობით მსვლელობა ბარბარეს ეკლესიისკენ გამართეს, სადაც საშობაო წირვას დაესწრნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი ახალ არჩევნების დანიშვნისა და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით, მიზნის მიღწევამდე არ შეწყდება.