შობის ღამე ბეთლემში
მართლმადიდებელი ქრისტიანები შობის დღესასწაულს აღნიშნავენ ბეთლემში. მაცხოვრის შობის ტაძარში საშობაო წირვა ტრადიციულად იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ აღავლინა. საშობაო ღონისძიებები წმინდა მიწაზე წელსაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაიმართა. რელიგიურმა ლიდერებმა გადაწყვიტეს საშობაოდ მხოლოდ რელიგიური ღონისძიებებით შემოიფარგლონ, ამიტომ ბეთლემში საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვეს.