შობის დღესასწაულის აღნიშვნა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აღდგენილი ტრადიციული ალილო, წელს პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.  თეატრალიზებული ფეხით მსვლელობის ნაცვლად, სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც დაიწყო ავტოკოლონების მსვლელობა თბილისის სხვადასხვა უბნების მიმართულებით. სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს. საშობაო ნობათის მიტანა კი, მსურველებს რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ სპეციალურ კარავში შეეძლოთ.