შობის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობის შესახვედრად ემზადება. 23:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყება. ყოველწლიური ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა – ხვალ დედაქალაქსა და რეგიონებში საშობაო ალილო გაიმართება. თეატრალიზებული ელემენტებით მსვლელობა სამების ტაძართან სამადლობელი პარაკლისით დასრულდება. ალილოზე შეგროვილ საშობაო ნობათს კი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში დაარიგებენ.