ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაშიც. საზეიმო ღვთისმსახურება ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო. სწორედ ამ დროს, ტრადიციულად ჩაბნელდა ეკლესია და კარიდან სანთელი, როგორც შობის დადგომისა და სინათლის შემოსვლის სიმბოლო შემოიტანეს. ლიტურგიის დროს ანგელოზების საგალობელი სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს.