შობა რუსთავის ახლად გახსნილ ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში

შობა აღნიშნეს რუსთავის ახლად გახსნილ ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში . ამ თარიღს ისინი 25 დეკემბერს ზეიმობენ, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესასწაულს, სწორედ 7 იანვარს აღნიშნავს, ეს დღე პროტესტანტებისთვისაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შენობას,  მისი რეკონსტრუქცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძველი, პატარა ნაგებობა, მრევლის სიმრავლის გამო საკმარისი არ იყო.

ეს რუსთავში პირველი, ქვეყნის მასშტაბით კი მეშვიდე ევანგელისტურ- პროტესტანტული ეკლესიაა.