როგორ შეხვდნენ შობას საქართველოში მცხოვრები დუხობორები

სასულიერო და საერო ხელისუფლების გარეშე, უფლის სიყვარულით შეხვდნენ ქრისტეს შობას საქართველოში მცხოვრები დუხობორები. 12 საათის დადგომასთან ერთად, დაიწყო ლოცვა ზეპირსიტყვიერი ფსალმუნებით, რომელშიც ყველა მლოცველს საკუთარი დატვირთვა აქვს.

წლების წინ, საქართველოში დუხობორების რიცხვი რამდენიმე ათასს აჭარბებდა, თუმცა დღეს სხვადასხვა პრობლემის გამო,  ქვეყანაში მათი რაოდენობაც შემცირდა.

ავტორი: გიორგი მანჯავიძე.