შობა ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში

ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო ღვთისმსახურება არამეულ ენაზე ჩატარდა. ეკლესიის ქორეპისკოპოსმა დღესასწაული მთელ ქრისტიანულ სამყაროს მიულოცა და მრევლს მშვიდობა უსურვა. ღვთისმსახურებას მრევლი თბილისიდან და გარდაბნიდან დაესწრო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, ეკლესიის მრევლი სადღესასწაულო ტრაპეზზე ერთად შეიკრიბა. ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის. მისი საპატრიარქო ბაღდათში მდებარეობს. საქართველოში კი მრევლს მხოლოდ ერთი ეკლესია აქვს, რომელიც თბილისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.