შირაქის ველზე მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა - „საქართველოს ბანკი“ ადგილობრივებს ხელშეკრულებას უპროცენტოდ გაუფორმებს

შირაქის ველზე, 3600 ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთის შესყიდვასა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაზე, სამი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, „საქართველოს ბანკი“ ადგილობრივებს გრძელვადიან ხელშეკრულებას უპროცენტოდ გაუფორმებს.

2010 წელს, მიწა, მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე, კერძო კომპანიაზე გასხვისდა. კომპანიამ მიწა ბანკში ჩადო და ვალის გადაუხდელობის გამო, ბანკის საკუთრება გახდა, რომელიც გლეხებს მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევდა. ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობასა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.