შირაქის ქუჩაზე სკვერი გაიხსნა

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N 11-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო. საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ფერადი დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა საპარკე სკამები, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, დაიდგა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე.

ახლადმოწყობილი სკვერი ისნის რაიონის გამგებელმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

დატოვე კომენტარი