შიო მესამე – საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი
2026 წლის 11 მაისი – ისტორიული დღე და ეპოქალური მოვლენა ქვეყნისთვის.
ხუთი საათის წინ წმინდა სინოდმა 142-ე პატრიარქი აირჩია. მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლია. შიო მესამე – ასე იწოდება დღეიდან ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც 22 მღვდელმთავრის ხმა მიიღო. შიო პირველი და შიო მეორე ამ ტიტულს მე-15 და მე-14 საუკუნეებში ატარებდნენ. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა იწყება. შერჩეულია აღსაყდრების თარიღიც. ახალი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ხვალ, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს, სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართება. იქ, სადაც 23 წლის წინ შიო მესამე, მაშინ იღუმენი შიო, ეპისკოპოსად აკურთხეს. 49 წლის წინ სვეტიცხოველში მოხდა 141-ე პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაცია. ხვალ ერის ახალ სულიერ წინამძღოლს სამღვდელმთავრო გვირგვინს, იგივე მიტრას დაადგამენ – პატრიარქის ტახტზე საქართველოს ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობლის საზეიმო დასმით შიო მესამის მმართველობის ათვლა დაიწყება.