შინდისში 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს

2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს დღეს შინდისში.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.