შინდისის გმირები

აგვისტოს ხუთდღიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ეპიზოდი.

12 წლის წინ, ამ დღეს ქართულმა ოცეულმა სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულ რუსულ მოტომსროლელთა ასეულს დიდი დანაკარგი მიაყენა. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა რიცხობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ და მძიმე ტექნიკით შეიარაღებულ მტერთან, რომელიც თითქმის საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. ალყაში მოქცეული სენაკის მეორე ბრიგადა ბოლო წუთამდე თავგანწირვით და გმირულად იბრძოდა. დაიღუპა 17 ქართველი სამხედრო, დაჭრილები კი ადგილობრივებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეიფარეს.

შინდისის გმირებს გენო ოსიყმაშვილი კიდევ ერთხელ გაგავხასენებს.