შინდისის გმირები

2008 წლის აგვისტოს ხუდღიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, შინდისთან გამართული უთანასწორო ბრძოლაა.

11 წლის წინ, 11 აგვისტოს რუსული მოტომსროლელი ასეული ქართულ ოცეულს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩაუსაფრდა. იმის მიუხედავად, რომ მტერს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, ქართველმა ჯარისკაცებმა მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი დანაკარგიც მიაყენეს. ერთსაათიან ბრძოლაში მხოლოდ სამი ჯარისკაცი გადარჩა. დაჭრილებს ადგილობრივები სიცოცხლის რისკის ფასად უვლიდნენ.

უთანასწორო ბრძოლა რეჟისორმა დიტო ცინცაძემ ახლა უკვე ფილმად აქცია და მალე მისი პრემიერაც გაიმართება.