შინაურ ცხოველთა მოვლაზე გამკაცრებული რეგულაციები

შინაური ცხოველების მოვლაზე დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი მკაცრდება.

24-საათიან რეჟიმში შემოწმდება, რამდენად იცავენ კანონით გათვალისწინებულ წესებს. აღსრულების პროცესის გასამკაცრებლად დაგეგმილია მონიტორინგის ინტენსივობის გაზრდა და შესაბამისი ეკიპაჟების დამატება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ძაღლების ალიკაპის და საბელის გარეშე გაყვანის შემთხვევებზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დარღვევაა. მოქალაქეებს მომავალში ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებზეც აფრთხილებენ.