შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.
მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:
• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა;
• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა;
• ბესიკის ქუჩა;
• ლესია უკრაინკას ქუჩა;
• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა;
• 9 აპრილის ქუჩა;
• ანტონ ფურცელაძის ქუჩა;
• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;
• გია ჭანტურიას ქუჩა;
• რეზო ლაღიძის ქუჩა;
• ვასო აბაშიძის ქუჩა;
• მესხიას ქუჩა.
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით. ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.