შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაწყებულია. დაკავებულია ერთი პირი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში თავად გამოცხადდა.
გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. ოქრიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაწერეს.
მომხდარს ეხმაურებიან პოლიტიკოსები.