შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:25, 21.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. შეკრების დაწყების დრო უნდა იყოს 19:00 საათი, დასრულების კი ღამის 12 საათი.

მსგავსი