შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოიყენა თუ არა პოლიციამ ბოლო კვირებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დაშლის დროს არაპროპორციული ძალა – შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს.

უწყება ძალის გადამეტებას კატეგორიულად უარყოფს და პარლამენტთან გამოყენებულ ყველა საშუალებას საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ ინსტრუქციებად აცხადებს. შტურმი პარლამენტზე და შენობის პიკეტირების მცდელობა – უწყება აქციის ცალკეული მონაწილეების ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებს და პოლიციელთა ქმედებების კანონიერების ხაზგასასმელად პარალელებს სხვა ქვეყნებთან ავლებს. ამ განცხადებას წინ ოპოზიციის და აქციის ორგანიზატორების თუ მონაწილეების ბრალდებები უძღოდა. ოპონენტები პოლიციელებს წინა კვირას გამართული დემონსტრაციების გაუფრთხილებლად დარბევაში და ძალის გადამეტებაში სდებენ ბრალს და ყველა ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ.