შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:04, 01.05.2024

63 დაკავებული და 11 ჰოსპიტალიზებული პირი, მათ შორის ექვსი დაშავებული სამართალდამცველი. პროტესტის მონაწილეთა ნაწილს სასწრაფო დახმარება ადგილზე გაეწია. ასეთია გუშინდელი აქციის ოფიციალური მონაცემი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციასთან ერთად, ვიდეომასალაც გაავრცელა და განაცხადა, რომ პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი და აქციის მონაწილეები არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველთა მიმართ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქციაზე დაფიქსირებულ შემთხვევებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.

მსგავსი