შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
შეგახსენებთ, რომ ბელინსკის ქუჩაზე, ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილი არიან „ალტ-ინფოს“ წევრები, რომლებიც ნატა ფერაძის მიერ გუშინ სამების ეკლესიაში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტს აპროტესტებენ.