შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისს დაიწყო და მშობლების თანდასწრებით არასრულწლოვნები გამოიკითხნენ. გამოკითხული არიან ასევე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. მოსწავლეებმა შესაბამისი ვიდეომასალაც გაავრცელეს.